სასამართლოს ეზოში დაკავებულების სასამართლო

გიგი უგულავა სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა. მისი ქმედება მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო. საუბარია ორი დღის წინ გამართულ აქციაზე. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა არსებული მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის დროს აიყვანეს. გამოძიება მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.