ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დილით ჭავჭავაძის გამზირზე. მსუბუქი ავტომობილი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს შეეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათგან ერთ-ერთს დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ადგილზევე გაუწია. ავტომობილის და ავტობუსის მძღოლები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.