ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა

საქართველოში ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა შემოდის. კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირდა.

ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს

ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

სიახლის ამოქმედება პირველი ივლისიდან იგეგმება.

სატრანსპორტო საშუალებებზე, მათი სახეობიდან გამომდინარე, სადაზღვევო მოსაკრებელი 60-დან 310 ლარამდე მერყეობს.