უცხოური დაფინანსება - პროექტის განხილვა ბიუროზე

მმართველი გუნდი ამჯერად უკან დახევას აღარ აპირებს.

შარშანდელისგან გასხვავებით, ოპონენტების მისამართით რიტორიკა რადიკალურად შეცვლილი და გამწვავებულია. პარლამენტში ხმაურიანი განხილვები იწყება. პირველი საკომიტეტო განხილვა პარასკევს იგეგმება. ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა. ბიუროს სხდომამ ცხრა კამათის ფონზე ჩაიარა. ხელისუფლების ოპონენტთა მთავარი არგუმენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სადავო პროექტის მიზნებს შორის მკვეთრი შეუსაბამობაა. გიორგი გახარიას გუნდის მიერ წარდგენილია ორი ალტერნატიული პროექტი, რომელთაგან ერთი რუსეთის გავლენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, მეორე კი უცხოური გრანტების გასაჯაროების ახალ წესს გულისხმობს. მმართველი გუნდი მესამე სექტორში დაფინანსების მხრივ არსებულ გაუმჭვირვალობაზე მიუთითებს და ოპონენტებს შინაარსობრივ დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.