პარლამენტის ბიუროს სხდომა

2024 წლიდან ახალგაზრდობის სააგენტო, კულტურის სამინისტროს ნაცვლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში შევა. ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება. ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წელს შეიქმნა. ამ დროს კულტურისა და განათლების სამინისტროები გაერთიანებული იყო. 2021-ში კი უწყებები გაიყო და ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის სამინისტროს დაექვემდებარა.