ხმაური ბიუროს სხდომაზე

ხმაური იყო საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩია გუშინ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომიდან მისი გაძევების შესახებ ისაუბრა, რასაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გამოეხმაურა და დეპუტატის ქცევას სამარცხვინო უწოდა. პარალელურად, დღევანდელი ბიუროს სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები მიმდინარე სასესიო სხდომების დღის წესრიგში შეიტანეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საკითხზე მომზადებულ ორივე საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის სხდომაზე ხუთშაბათს განიხილავენ. ოპოზიცია მხარს არცერთ კანონპროექტს უჭერს, მმართველი გუნდი კი კომიტეტების მსგავსად, სხდომაზე პირველი მოსმენით, ორივე კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

დღევანდელი ბიუროს სხდომაც ხმაურის ფონზე წარიმართა.

მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.

მოამბე