ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

შეიქმნება თუ არა პარლამენტში, შოვის სტიქიის საკითხზე, დროებითი საგამოძიებო კომისია. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მიზეზი ოპოზიციის მოთხოვნა გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა, საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ჩასმულიყო. ბიუროს სხდომაზე მისულ დეპუტატებს საკითხი უკვე ჩასმული დახვდათ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა, უნდა ჩატარდეს თუ არა ხვალ განხილვა და კენჭისყრა. „ქართული ოცნების“ პოზიციით, განხილვა გულისხმობს კენჭისყრის ჩატარებასაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ გაიტანოს, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ჯერ უცნობია.