საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წევრებმა, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს. ისინი მთავრობის ხელმძღვანელს ორი მოთხოვნით მიმართავენ – პირველი მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილების განბაჟებამ გადაიწიოს და იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ავტომობილები რეექსპორტით გადის, საზღვრები გაიხსნას.
ასოციაციის წევრების თქმით, საქმე ეხება 700 მილიონიან ბაზარს და პოსტპანდემიურ პირობებში ბაზრის აღდგენა რთული იქნება.