41 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში. რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როცა ლაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა.
უცნობია, რატომ გადაწყვიტა მფრინავმა აფრენიდან მალევე უკან დაბრუნება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავარიული დაშვების და შემდეგ ხანძრის გაჩენის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის განიხილება მეხის დაცემა, მფრინავის შეცდომა და „აეროფლოტის“ თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა.
არსებობს ტრაგედიის ამსახველი კადრებიც. იმის მიუხედავად, რომ ეს ბოლო პერიოდში „სუხოი სუპერჯეტ 100”-ის ტიპის ლაინერის პირველი ავარიული დაშვება არ ყოფილა, ამ ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება მითითებული თვითმფრინავით ფრენების შესრულების აკრძალვას არ გეგმავს.