ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი მძიმედ დაშავდა.
სოფელ ცაიშში, „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა „აუდის“ მარკის ავტომობილს დაეჯახა. დაშავებულები მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.