აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაფინანსების სისტემაში ცვლილებებია.

მშობელს საშუალება ექნება, ინდივიდუალური სერვისები თავად აირჩიოს, ან სტანდარტულ შეთავაზებას დათანხმდეს, რაც თვის განმავლობაში 20 სეანსს გულისხმობს. დაფინანსების სქემის შეცვლამ ადრესატთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მშობლები აუტისტური სპექტრის დარღვევებისთვის გათვალისწინებული სეანსების შემცირების საფრთხეს ხედავენ და დაფინანსების სისტემიდან ინდივიდუალური მიდგომის საერთოდ ამოღებას ითხოვენ.