აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნა

სად და როდის გააგრძელებს ფუნქციონირებას ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ამ დრომდე უცნობია.

შენობა, რომელშიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის თერაპიები ტარდებოდა, „მშენ ექსპერტის“ დასკვნის თანახმად, ავარიულია და აუცილებელია მისი დემონტაჟი. შედეგად, ცენტრში ხვალიდან, როცა ახალი სასწავლო წელი იწყება, თერაპიები ვეღარ განახლდება. მშობლების განმარტებით, სეანსების წყვეტა მათი შვილებისთვის უკიდურესად მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მათთვის მიუღებელია მოზარდების სხვა ცენტრებში გადანაწილებაც. თავად ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გამოსავალს ეძებენ და სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობენ.

დღეს საკითხზე კომენტარი ქალაქის მერმაც გააკეთა.