აუტიზმის მქონე პირთა მშობლების მიმართვა

აუტიზმის მქონე პირთა მშობლებმა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, პარლამენტის კომიტეტებს თხოვნით მიმართეს, 18 წლის შესრულების შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს შესაბამისი სერვისები.

მშობლები მოითხოვენ, დაინიშნოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს გამოწვევები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.

ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, საკითხით დაინტერესებულნი არიან და გეგმავენ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყონ.