წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში

აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები და თერაპევტები, „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დახურვას აპროტესტებენ. მათ სპეციალური განცხადება პრემიერ-მინისტრის სახელზე შეიტანეს. განცხადების ხელმომწერები ალტერნატიული ფართის გამოყოფას მოითხოვენ. პასუხს კი კვირის ბოლომდე დაელოდებიან.

შეგახსენებთ, ცენტრი ილიას უნივერსიტეტის C კორპუსში მდებარეობდა, რომელიც ავარიულობის გამო დაიხურა, შედეგად, 250 ბავშვი სხვადასხვა თერაპიების გარეშეა დარჩენილი.