აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატით წარიმართა. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ძირითადი გამოწვევები. გარდა ამისა, ისაუბრეს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საჭირო მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობაზე. ღონისძიების ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.