ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს

ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა სახალხო დამცველის ოფისთან გააპროტესტეს.

მათ მოითხოვეს, რომ აღნიშნული პრობლემით ნინო ლომჯარია დაინტერესდეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს. სახალხო დამცველის ოფისთან ის პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია აღნიშნული კორპუსის აშენებას ელოდებიან. მათი თქმით, დაზარალებულები თავად არიან და არა ის ადამიანები, რომლებიც მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხს შეისწავლის.