ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე ქართული მუსიკის მოყვარულებს ხვალიდან ეთნოგრაფიული მუზეუმი ელის. რეგიონების შემდეგ “არტგენი 2018” თბილისში გრძელდება.
სცენას სუხიშვილების ანსამბლი, ჯგუფი “ინსაითი“, რობი კუხიანიძე და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები დაიკავებენ. 14 წლის წინ ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებული ფესტივალის წლევანდელი პროგრამა ტრადიციულად გამოფენებსაც მოიცავს.
ლიზა ციციშვილი გიამბობთ.