20-ზე მეტი დაღუპული და 400-მდე დაშავებული. ერაყის დედაქალაქში არეულობაა. ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში მასშტაბური შეტაკებებია. პოლიტიკური კრიზისის მიზეზი 2021 წლის არჩევნებში გამარჯვებული მუქტადა ალ სადრია, რომელმაც მთავრობის დაკომპლექტება ამ დრომდე ვერ შეძლო და მხარდამჭერებს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრისკენ მოუწოდა. გავლენიანი სასულიერო პირის მომხრეები, ჯერ ირანის მიერ მხარდაჭერით მოსარგებლე, გასამხედროებული ორგანიზაცია „ბადრის“ წევრებს, შემდეგ კი ერაყის უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდნენ. ქალაქში სროლის ხმა დღესაც ისმოდა.