აფეთქება ერაყის კოვიდკლინიკაში

ბაღდადის ერთ-ერთ კოვიდსაავადმყოფოში ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 46 პირი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ხანძარი ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. აფეთქება კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხდა. სამაშველო სამსახურების განცხადებით, შემთხვევის დროს საავადმყოფოში მყოფი 120 ადამიანიდან 90-ის გადარჩენა მოხერხდა.

მოამბე