აფეთქებები ერაყში

ჩრდილოეთ ერაყში, ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ერბილში, შეერთებული შტატების საკონსულოს სიახლოვეს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება. რეგიონის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცნობები ერბილის გუბერნატორზე დაყრდნობით ვრცელდება.