საჰაერო თავდასხმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზას, სადაც ამერიკული კონტინგენტიც არის განლაგებული, შვიდი ჭურვი დაეცა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა. მათ შორის ორი ოფიცერია.

მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა და ერაყის ხელისუფლებას მოუწოდა, მიიღოს ზომები ქვეყანაში არსებული სამხედრო ბაზების დასაცავად.