პოლიტიკური კრიზისი ერაყში

უკვე 290 დღეა ერაყში მთავრობის დაკომპლექტება ვერ ხერხდება. შიიტ და ქურთების ჯგუფებს შორის შიდა ბრძოლის გამო, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კანონმდებლებმა ვერ შეძლეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის არჩევა, რაც აუცილებელი რეფორმების განხორციელებას ხელს უშლის. მთავრობის არარსებობის გამო, ქვეყანა 2022 წელს ბიუჯეტის გარეშეც დარჩა. დღეს ქვეყნის პარლამენტში პოპულისტი შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერების შეჭრამ პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. გარდამავალ პერიოდში ქვეყანას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მუსტაფა ალ-ქადიმი უძღვება. თუ პარტიები შეთანხმებას ვერ შეძლებენ, ის პოსტზე ახალ არჩევნებამდე დარჩება.