42°პარალელი - ნატოს გაფართოების თურქული ბარიერი

42° პარალელი

ევროპაში შვედეთს ჰყავს სოციალურ სტრუქტურებში ყველაზე უკეთ ინტეგრირებული ქურთული დიასპორა. ნახევარსაუკუნოვანმა კულტურულმა ღიაობამ, შვედეთი თურქი ქურთების პოლიტიკურ ასპარეზად და თავად სტოკჰოლმის საგარეო პოლიტიკა ქურთული საკითხის მიმართ მკვეთრად პოზიტიურად აქცია. დღეს ეს მოცემულობა უკვე მას საკუთარ სახელწმიფო ინტერესების მიღწევაში აბრკოლებს. შვედეთში ქურთული დიასპორა, თავისი პოლიტიკური ელემენტებით, წამყვანი განხეთქილების საგანია თურქეთსა და შვედეთს შორის, რაც ამ უკანასკნელს ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისგან აბრკოლებს. ქურთები, როგორც ნატოს გაფართოების ბარიერი, იხილეთ შოთა თხელიძის სიუჟეტი.