არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.
გლოვა გრძელდება წილკანში. სამოქალაქო პანაშვიდი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი ქართველი სამხედროს სახლში ამ დრომდე გრძელდება.
ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად სოფელში რიგითი მოქალაქეები, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები ჩადიან.