გავრცელებული ფაილები - შეფასებები

ფარული ფაილების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვები იწყება. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მასალების გავრცელებასთან ყოფილ პრემიერსა და მის თანაგუნდელს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მედიასთან საუბრისას გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო შემხებლობაზე მიანიშნა.

ვინ ვისი დავალებით ჩაიწერა და გაავრცელა მასალა, რომლიც, შესაძლოა, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ასახავდეს. ამ კითხვების გარდა, გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს, არის თუ არა აღნიშნული ფაილები ავთენტური. ფარული თვალთვალის ამსახველ ჩანაწერებზე უკვე რამდენიმე დღეა, პოლიტიკოსებისგან კრიტიკულ განცხადებებსა და ურთიერთბრალდებებს ვისმენთ.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.