ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში

მოსალოდნელი დაპირისპირების ფონზე, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს დილიდან პოლიციაა მობილიზებული. 14:00 საათზე სალხინოს მამათა მონასტერთან დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები აპირებენ შეკრებას.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის 15-მდე სასულიერო პირს ჯერ საეკლესიო წოდება ჩამოართვა, შემდეგ კი ეკლესიიდან განკვეთა. მისი თქმით, ეს სასულიერო პირები საეკლესიო კანონებს არ ემორჩილებოდნენ. გუშინ მათი კელიებიდან გამოსახლების დროს მომხდარი დაპირისპირების დროს რვა ადამიანი, ძირითადად სასულიერო პირები, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ისინი პოლიციაში რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.