ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში

კვლავ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო სალხინოში. მამათა მონასტრის ჭიშკართან შეკრებილმა მრევლმა და სასულიერო პირების ნაწილმა, მონასტრის ჭიშკართან პოლიციის მობილიზაცია გააპროტესტა. სალხინოს მამათა მონასტრიდან გაძევებული სასულიერო პირების ადვოკატმა განცხადებით მიმართა სამართალდამცავებს, რომ მონასტერში განკვეთილი სასულიერო პირები შეეშვათ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სალხინოს მამათა მონასტრის წინ შეკრებილები მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, სტეფანე კალაიჯიშვილის შეცვლას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი