ქართველი მომლოცველები წმინდა მიწაზე

„მოამბე“ წმინდა მიწიდან.

აღდგომის დღესასწაულის შეხვედრის შემდეგ ქართველი სასულიერო პირები მომლოცველების ნაწილთან ერთად იერუსალიმში რჩებიან და სიწმინდეების მოლოცვას განაგრძობენ. საქართველოდან ჩასული ჯგუფი მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და განცდის მთაზე იმყოფებოდა. დღესვე სასულიერო პირებმა და პილიგრიმებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილოს მესამეს მიულოცეს. შეხვედრა იერუსალიმის საპატრიარქოში გაიმართა.