ვახტანგ გზირიშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაღუპული სამხედროსა და მისი თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ღვთისმსახურებას ტაძარში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველი სამხედრო 2008 წლის ომში, ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გადმოყვანისას, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.