პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი საბავშვო გასართობი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობას მიმართავს.
გიორგი ლაღიძის თქმით, პანდემიამ ბიზნესს პრობლემები შეუქმნა და ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი გასართობი ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ უმუშევრობის გამო ვერ შეძლეს საბანკო ვალდებულების შესრულება და კუთვნილი შენობა დაკარგეს.