ლაგოდეხში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაორსულდა და მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა. სწორედ ამის შემდეგ მიმართეს მან პოლიციას.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ახალდაბადებული ბავშვის მამაა.
თემის დეტალები „მოამბეში“.