აღკვეთის ღონისძიება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომა დისტანციურად მიმდინარეობს. გამოძიება 60 წლის კაცს მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავება.

60 წლის კაცი ქუთაისში გუშინ დააკავეს. საგამოძიებო ორგანომ ის მას შემდეგ დააკავა, რაც მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. მის დაკავებას ხმაური მოჰყვა. ინციდენტზე გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დატოვე კომენტარი