არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს

15:29, 10.06.2019

ლაგოდეხში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაორსულდა და მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა. სწორედ ამის შემდეგ მიმართეს მან პოლიციას.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ახალდაბადებული ბავშვის მამაა.

თემის დეტალები „მოამბეში“.

მსგავსი