რეინჯერის დღე

კახეთში რეინჯერთა დღე აღნიშნეს.

ღონისძიება ლაგოდეხის ეროვნული პარკის ეზოში გაიმართა. თარიღთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 49 წარმატებული ახალგაზრდა და უხუცესი რეინჯერი სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს კი კომპენსაციები გადაეცათ.

რეინჯერთა მსოფლიო დღე 31 ივლისია, თუმცა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო წელს ის დაგვიანებით აღინიშნა.