სტიქია კახეთში 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა. მსუბუქად დაზიანდა ერთი ავტომობილი, საცხოვრებელი სახლის სახურავი და ჭიშკარი, რომელსაც ხის ნაწილი დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე მობილიზებულია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება. ლაგოდეხი-მაწიმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სამაშველო სამსახურმა გუშინვე გაწმინდა და ავტომანქანების მოძრაობა დასაშვებია.