აღკვეთის ღონისძიება

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ბ.გ-ს და ზ.გ.-ს სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სასამართლო პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. მათ უფლებებს იურიდიული სამსახურის სამი ადვოკატი იცავს.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. 63 წლის ბ.გ. და 36 წლის ზ.გ. სამართალდამცველებმა 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალად არასრულწლოვნების გაუპატიურება ედებათ. ზ.გ.-ს ასევე ბრალად ედება სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების განხორციელება.

ორივე დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი