სოფელ თხინვალაში, ადგილობრივებმა ადგილობრივ რეკრეაციულ ზონასთან დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.
მოსახლეობის პროტესტს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა შეუერთდა. მისი განცხადებით, ქალაქის მერიამ აუქციონზე გაიტანა მიწის ნაკვეთი, სადაც მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონული გამგეობის წარმომადგენლები, რომლებიც შეკრებილებს აუქციონის გაუქმებას შეჰპირდნენ.