აქცია იწყება ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე. პარლამენტის შენობასთან მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად იკრიბებიან. დღეს თემირლან მაჩალიკაშვილს დაბადებიდან 20 წელი შეუსრულდებოდა.
სპეციალურად ამ დღისთვის მოსახლეობის ნაწილი პანკისის ხეობიდანაც ჩამოვიდა. მთავარი მოთხოვნები კი ერთი წლის წინ მომხდარი საქმის დროული და ობიექტური გამოძიებაა. ასევე, აქციის მონაწილეები ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ, ვინც სოფელ დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.