აქცია ქუთაისში

ბაზრის გახსნის მოთხოვნით, ქუთაისში შპს „იმერეთის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ რეგულაციების დაცვა არა მარტო მოლებში არამედ ბაზრებშიც შესაძლებელია. მათი თქმით, მოვაჭრეები საახალწლოდ ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ისინი რეგულაციების გადახედვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს თბილისში გამართავენ.