აქცია პარლამენტთან

პატიმრების მშობლებისა და ახლობლების პროტესტი საკანონმდებლო ორგანოსთან გრძელდება. ისინი პარლამენტს საყოველთაო ამნისტიის კანონის მიღებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. მსჯავრდებულების მშობლები უკვე ორი კვირაა, რაც აღნიშნული მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტს გამოხატავენ.