პროტესტი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.
მაჭახელას ხეობის მოსახლების ნაწილი, სოფელ ქედქედში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
მათ დღეს აქცია პოლიციის შენობასთან გამართეს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ჯუმბერ ვარდმანიძე შეხვდა. ხელვაჩაურის მერის თქმით, ჰესის მშენებლობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.