მთავრობის ადმინისტრაციასთან სამმა უსინათლო პირმა შიმშილობა დაიწყო. ისინი უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებული 12 დასაქმებულის სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვენ. შეკრებილების თქმით, თავდაპირველად, უსინათლოთა კავშირიდან ორი პირი გაათავისუფლეს, 11 თანამშრომელი კი მხარდაჭერის მიზნით გაიფიცა, რასაც შედეგად მათი გათავისუფლებაც მოჰყვა. პროტესტის მონაწილეების თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გაიმართა მოლაპარაკებები, თუმცა უშედეგოდ. სარჩელი შეტანილია სასამართლოშიც. შეკრებილები ამბობენ, რომ თანამშრომლების დათხოვნა კავშირის ყოფილი დირექტორის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას მოჰყვა. კერძოდ, მათი თქმით, 5000 კვადრატული მიწის ნაკვეთი წლიურად 120 ლარად იყო იჯარით გაცემული. ბრალდებას გამორიცხვას კავშირის მოქმედი დირექტორი და ამბობს, რომ პირველი ორი თანამშრომელი საფუძვლიანად გათავისუფლდა, რაც შეეხება მათ მხარდამჭერებს, მათი სამსახურში აღდგენა სურვილის მიხედვით შეეძლებათ.