მიმართვა პროკურატურას

საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრების ნაწილი პროტესტის ნიშნად გენერალურ პროკურატურასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, უკვე რამდენიმე წელია, რაც უწყებაში საჩივრები შეაქვთ უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ უკანონოდ გასხვისებული ქონების თაობაზე, რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, ჯამში ასეულობით მილიონი ლარის ღირებულებისაა და უსინათლოებისთვის სარგებლის მოტანას უნდა ხმარდებოდეს. კავშირის წევრები განმარტავენ, რომ მათ მიერ შეტანილ არცერთ საჩივარს სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. მათ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისთვის ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს. „საქართველოს უსინათლოთა კავშირში“ კი წევრების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და განმარტავენ, რომ გამოძიების დროული დასრულება მათ ინტერესშიცაა.