შშმ პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. „შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირება კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება როგორც კოორდინაციის, ისე სერვისების მიწოდებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით“. ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. დოკუმენტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს“ – წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.