შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ეხმაურება ომბუდსმენის აპარატი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხმაურება ომბუდსმენის აპარატიც.

„გაერო მკაფიოდ მიუთითებს მდგრადი განვითარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული მიზნების და ამოცანების შესრულება უნდა განხორციელდეს არა მარტო შშმ პირებისთვის, არამედ მათთან ერთად და მათ მიერ. სწორედ ამიტომ, 2023 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღის თემაა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათთან ერთად და მათ მიერ – ერთობლივი მოქმედება მდგრადი განვითარების მიზნების გადარჩენის და მიღწევისთვის“. სახალხო დამცველის ოფისი მიუთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, საკანონმდებლო დონეზე გადადგმული არაერთი პოზიტიური ნაბიჯის მიუხედავად, პრაქტიკაში მათი სათანადო რეალიზება კვლავ პრობლემურია. მათ შორის სირთულეებთანაა დაკავშირებული სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობის უზრუნველყოფა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.