აქცია „მე დავინახე პროგრესი“

უსინათლოთა საზოგადოებრივი მოძრაობის „მე დავინახე პროგრესი“ დამფუძნებლებმა, უსინათლო სტუდენტს, სალომე ქეცბაიას ხმოვანი ლეპტოპი გადასცეს. ამასთან, აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტს, ბრაილის შრიფტით დაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ წიგნიც აჩუქეს. ღონისძიება სიმბოლურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.