აქცია ფოთში – ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. მათი თქმით, მრავალი წელია, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და ასევე ღია წესით ხდება მისი გადაზიდვა. ადგილობრივების თქმით, გაურკვეველი ნივთიერება მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მათთვის პრობლემა ცნობილია და მოსახლეობას ახალი კორპუსის აშენებას სთავაზობენ, მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე. მერიის შეთავაზებას პროექტის მონაწილეები არ თანხმდებიან ისინი ფულად კომპენსაციას ითხოვენ.