აქცია ფოთში

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტა. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება, რის გამოც, მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. ამას, მათივე თქმით, არაერთი კომპეტენტური უწყების დასკვნაც ადასტურებს. ადგილობრივები საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად ფულად კომპენსაციებს ითხოვენ. აქციის მონაწილეების საპასუხოდ,
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მუნიციპალიტეტის ძალებს აღემატება, ცენტრალური ხელისუფლება კი საკითხის შესახებ ინფორმირებულია და ალტერნატიული საცხოვრებლების გამოყოფაზე მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ფულადი კომპენსაციის საკითხი არ განიხილება.