აქცია ფოთში

საპროტესტო აქცია ფოთში. საავტომობილო გზა უკვე რამდენიმე საათია გადაკეტილია. მოსახლეობა ფალიაშვილის ქუჩის მოწესრიგებას ითხოვს, რომელიც, მათი ინფორმაციით, ავარიულია. შეკრებილების თქმით, ქუჩაზე სადაც ტერმინალებია, მუდმივად გადაადგილდებიან სატვირთო მანქანები, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, თუმცა მათ სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.