აქცია ფოთში

ქალაქ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს მეორე დღეა, გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზა აქვთ გადაკეტილი. პროტესტის სხვადასხვა ფორმას ისინი სამ წელზე მეტია მიმართავენ. მოქალაქეების განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება, რის გამოც მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. მათივე თქმით, არაერთი კომპეტენტური უწყების დასკვნით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებებს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ფულად კომპენსაციებს, რათა საცხოვრებელი თავად შეიცვალონ. ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკითხზე ოფიციალური კომენტარი დღეს არ გაუკეთებიათ. თუმცა, მათი პოზიცია ცნობილია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება მუნიციპალიტეტის ძალებს აღემატება. ცენტრალური ხელისუფლება საკითხის შესახებ ინფორმირებულია და გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. მათივე ინფორმაციით, კომპენსაციის თემა არ განიხილება.